გადაუდებელი წვიმის გამო ადიდებულმა ენგურმა ანაკლიაში მდინარის ახლოს მდებარე სახლების ეზოები და ქუჩები დატბორა.
კლიმატური პირობების გარდა, მოსახლეობა შექმნილი პრობლემების მიზეზად არხის ჩახერგვას ასახელებენ. მათი თქმით, უკვე 5 თვეა ანაკლიაში ქვიშასა და შლამს ის არხი აქვს ჩახერგილი, რომლითაც ენგური ზღვას უერთდება.
ენგური როცა დაუბრუნდება თავის ჩვეულ კალაპოტს, მოსახლეობას და ანაკლიის სანაპიროს პრობლემა არ შეექმნება. სანამ ეს პრობლემა იქნება მოუგვარებელი, იქამდე ეს თავსატეხი იქნება ყველასთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის, ისე რეგიონული მოსახლეობისთვის ,-თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა დათა შელიამ.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა სპეციალური ტექნიკა.