,,საქართველოს ეკლესიის ერთიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა სამრევლო და ისეთი სასულიერო პირებიც კი, რომლებიც ამ დრომდე დუმდნენ.
ხალხო, თვითმკვლელობა იცით რატომ არის სული წმიდის გმობა და მიუტევებელი ცოდვა?! თვითმკვლელობით ადამიანი უარს ეუბნება ღმერთს უდიდეს ძღვენზე – სიცოცხლეზე და მით უარს ეუბნება თავად ამ ძღვენის მბოძებელს. ასევე არის საკუთარი სიცოცხლის შეგნებულად რისკის ქვეშ დაყენება და საფრთხეში ჩაგდება, რომელიც წარმოადგენს თვითმკვლელობის ცოდვის მცდელობისგან ნასაზრდოებ ქმედებას.
დარჩით სახლში და სასულიერო დასს მიეცით შესაძლებლობა აღავლინონ ბრწყინვალე აღდგომის სადიდებელი და სავედრებელი ღვთისმსახურება დამშვიდებულად და შეასრულონ სათანადო გულმოდგინებით და არა შიშითა და ფიქრით, რომ ვაი, ვინმე არ დაინფიცირდეს ახლა ამ ტაძარშიო!
ამ დრომდე მეც ვიყავი მომხრე, რომ ტაძრებში მრევლი მისულიყო აღდგომის დღესასწაულზე, მაგრამ ვითარება არის იმ დონის საშიშროების შემცველი, რომლის წარმოდგენაც ჯერჯერობით გვიჭირს და მაინცდამაინც საყოველთაო ტრაგედიის წინაშე უნდა აღმოვჩნდეთ?! ვფიქრობ, არცერთ ჭეშმარიტ მორწმუნეს ეს არ სურს.
#დარჩისახლში!”-წერს ისტორიის დოქტორი და თეოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









