,,იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე, მამას დანა დაურტყამს შვილისთვის” – თიანეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
დღეს, 11:52 62
მკვლელობა თიანეთში – მომხდარის დეტალებს გარდაცვლილის დედა იხსენებს. ის “კურიერთან” ჰყვება, რომ მამა-შვილი ურთიერთშელაპარაკების დროს არაფხიზელ მდგომარებაში იმყოფებოდა.
“ჩემი შვილი იყო მთვრალი, ჩემმა მეუღლემაც დალია, მერე იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე. მამას დანა დაურტყამს შვილისთვის. ქმარი დაიჭირეს, ახლა არ ვიცი რა გავაკეთო,”- ამბობს მოკლულის დედა.
შეგახსენებთ, 81 წლამდე მამაკაცმა თიანეთში შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ ჟებოტაში მოხდა. პოლიციამ თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 81 წლის მამაკაცი დააკავა.