ხანძარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია სახლის ორივე სართული და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
mtavari.tv









