“ექსკლუზიური კადრები ნიკოსეული სასახლიდან, რომლის რეაბილიტაცია გააკეთა ფონდმა ,,ქართუმ”, დამპალი იატაკი და კედლები, ფაქტიურად იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე, როგორც გავიგე, ხელახლა აპირებენ იატაკის დაგებასო!” – ინფორმაციას და ფოტომასალას რეაბილიტერებული ნოკოსეული სასახლიდან სოციალურ ქსელში მაია კალანდია ავრცელებს.
სასახლეს რეაბილიტაცია 2019 წელს ჩაუტარეს, თუმცა როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ისტორიული შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია.













