“მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი და დამიჭირეს ბერას გინებისთვის“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აყვანილი იყო უკანონო მოსმენაზე. მან მოსამართლეებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოსამართლეს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. გამიჩნდა განცდა, რომ ამ სასამართლოშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მონები არ არიან და ღებულობენ თავისუფალ გადაწყვეტილებას. მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატიმრებს, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით“, – განაცხადა წულაიამ.