თბილისში დაკარგული 13 წლის გიორგი ვარაზაშვილი იპოვეს.
სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში მოზარდის მამა ავრცელებს.
„ვიპოვეთ. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს დავით ვარაზაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოზარდი სახლიდან გუშინ, 17 დეკემბერს გავიდა.










