27 წლის ანი პაპავას 5 დღეა ეძებდნენ, დღეს კი, როგორც ცნობილი ხდება, მისი ცხედარი მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა.
“მე ლამაზი მეგობარი მყავდა,თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით…ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა… მიყვარხარ და შეხვედრამდე”, – წერს ახალგაზრდა ქალის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
27 წლის ანის ახლობლები 10 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი გაქრა.









