LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
23 წლის მამაკაცი რომელიც “საქართველოს ბანკს” თავს დაესხა დაკავებულია

დაკავებულია 20 პირი-თბილისსა და რეგიონებში შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

დაპოსტა 2024/02/11-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით მათმა თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული ა.მ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ამოიღეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული დ.დ., თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, “გლოკ”- ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე ბრალდებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ხ., რომლის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ჯ.გ.-ს სამუშაო ადგილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 10 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი 2 თოფი, 733 ვაზნა და 20 მჭიდი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. დაკავებულის – 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი, ხოლო მხილებული პირის – 1944 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, 3 მჭიდი და 87 ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი – 1978 წელს დაბადებული გ.გ., 1950 წელს დაბადებული გ.რ. და 1961 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, საგარეჯოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. პოლიციამ, 1994 წელს დაბადებული კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 62 ვაზნა ამოიღო.1965 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია გადაჭრილი თოფი და 50 ვაზნა. ხოლო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 38 ვაზნა ამოიღეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა, ხოლო, 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 20 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ამოიღეს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1956 წელს დაბადებული რ.კ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 41 ვაზნა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

რომში, ქართველი ემიგრანტი, ირინა ბობოხიძე გაირდაიცვალა. სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას გვერდი „რომის სამრევლო“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, დღეს დილით ჩვენი სამრევლოს წევრი, რომში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ირინა ბობოხიძე...

დაწვრილებითDetails

უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით, სვანეთში, გამრიცხველიანების პროცესი იწყება

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა, როგორც მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა...

დაწვრილებითDetails

“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბა­თუმ­ში ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დამ­ნა­შა­ვემ 43 წლის მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­მა­კაცს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და...

დაწვრილებითDetails

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა. “სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა. დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის  მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაღუპულს სოციალურ ქსელში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება – ჯანმო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება ნებადართული
მთავარი

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის
მთავარი

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა....

დაწვრილებითDetails

დღეიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი...

დაწვრილებითDetails

ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა...

დაწვრილებითDetails

რა ცვლილებები შევიდა დღეიდან ძალაში

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რის გამო სცადა მამამ შვილის მოკვლა
მთავარი

დღეიდან, 2026 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს. საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"