დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.
“ქართული ოცნება” არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც bm.ge წერს, კითხვაზე – არის თუ არა მიწვეული საქართველო დავოსის ფორუმზე – ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.
შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.