,,24 მარტს, დილის 05.30 საათზე უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჩვენს მებრძოლებს დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ.
მოგიწოდებთ, სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს, დავდგეთ აეროპორტის გზის პირას საქართველოს და უკრაინის დროშებით და ამით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ.
ძალა ერთობაშია ❗
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ❗
დიდება გმირებს ❤️”-წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.










