აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები.
2023 წლის 6 აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. 6 აგვისტოდან ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.
დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები – ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო.










