დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 34 პროცენტზე მეტი სრულად არის ვაქცინინრებული.
26 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 133 935 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 132 776 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 39.9%.
სრულად ვაქცინირებულია 989 533 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.6%.
25 ნოემბერს აიცრა 10 194 ადამიანი.