თეა წულუკიანი ბაგრტის ტაძარს ესტუმრა. კულტურის მინისტრმა ტაძარში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა და თქვა, რომ სამინისტროს ინიციატივით დანიშნულია ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანებული კედლების გაწმენდის გზა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები როგორც გადახურვისა და ფასადის მიმართულებით, ისე ტაძრის შიდა სივრცეში, სადაც გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წყალი ჩაედინება. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს.
შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან 2012 წელს ამოიღეს.










