
რეჟისორი გიორგი კაშია ბათუმის ტრაგედიის შესახებ : “Გულს ვერაფერს ვუდებ. Მეფიქრება ნანგრევების ქვეშ დარჩენილ ისტორიაზე,რომელსაც დროის შემდეგ მოსული წვიმები,ზღვიდან მოვარდნილი ქარები წაიღებენ,წაიღებენ და მარადიულად აფრენენ ქალაქის თავზე,როგორც აქამდე.. ისინი წაიღებენ იისფერ კბილის ჯაგრისს,რომელსაც თაგვის ფორმა აქვს და გამოყენების დროს წრიპინებს (მღერის),წაიღებენ დაბადების დღეზე ნაჩუქარ ფლომასტერებს,წაიღებენ იმ პარფიუმერის პატარა ჩანთას,რომლის გახსნის დროსაც დედაჩემის სუნს მძაფრად ვგრძობდი,გადასახდელ ქვითარს რომლელზე დახედვის დროს მამას უკმაყოფილება გადაუვლიდა სახეზე და კიდევ ერთხელ გამაფრთხილებდა ელექტრო ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობაზე,წაიღებენ დასაკრემად გამზადებულ ბისკვიტებს,რომელიც ხვალ უნდა დაგვეგემოვნებია საშობაო სასმელთან და ჩართულ ტელევიზორთან ერთად,წაიღებენ დედის დღეზე მიძღვნილ წერილს დიდი მონდომებით დაწერილს,ქვემოთ რომ სტიკერები აკვრია. ოცნებებს წაიღებენ,კინომსახიობად,ექიმად თუ ადამიანი ობობად გახდომის და ქალაქის თავზე გამოკიდებენ .. კიდევ ბევრის დაწერის სურვილი მქონდა,მაგრამ ჩემი ლიტერატორობა თავზე მოხვეული არარობა მგონია ამ უიმედობაში.”









