გუდაურში სასტუმრო “ტყუპების” ერთ-ერთ ნომერში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. აღმოჩენილია წერილიც – “არ დამკრძალოთ რუსეთში, მიმაბარეთ ქართულ მიწას”.
არსებული ინფორმაციით, კაცი წერილში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, აგრესიას ემიჯნება.
ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ის სააბაზანოში დამლაგებელმა იპოვა. პოლიცია მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
40 წლამდე რუსი მამაკაცი საქართველოში ათი დღის წინ ჩამოვიდა.










