ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი გარდაიცვალა – ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.
სააგენტო აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი – 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იქნა ნაპოვნი.
მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.










