საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებში სხვადასხვა გართულება იჩენს თავს. მისი თქმით, პრობლემები დაახლოებით კოვიდგადატანილთა 30 პროცენტს ექმნება.
“გრძელი კოვიდი” (ვინც გადაიტანა კოვიდი და კოვიდმა დაუტოვა სხვადასხვა სიმპტომები) ვერაგია![]()
არც კი გაიფიქროთ, რომ “გადავიტან და ბუნებრივი იმუნიტეტი მექნება” ან “ჯოგური იმუნიტეტი კარგია”. ზოგადად, ვინც გადაიტანა კოვიდი, 30%-მდე მათგანს რჩება სხვადასხვა პრობლემები (ამაზე არაერთი სტატია და პოსტი დავდე)
დაიცავით თქვენი თავი და თქვენი ახლობლები![]()
გამოსავალი არის
სამედიცინო პირბადე ყველგან + აერიდეთ ხალხმრავლობას + ეფექტური ვაქცინაცია (ფაიზერი მე-2 ან მე-3 დოზა)
” – წერს ფხაკაძე.










