LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი” – გიორგი ბოტკოველი

“გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი” – გიორგი ბოტკოველი

დაპოსტა 2025/08/22-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი, იმპიჩმენტისთვის კი აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ წარმოჩინდნენ ნამდვილად ოპოზიციად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საზოგადოებამ შეაფასა „ის სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, რაც არავის არ გაჰკვირვებია“.

„მისი არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში და იმ პოზიციაში, რა პოზიციაც გააჩნია ზოგადად დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას. მან გააჟღერა „ოცნების“ ის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვისმენთ და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს ივანიშვილისას და ეს არის მათი რეალური სახე.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ჩვენ გუშინვე დავიწყეთ აღნიშნული პროცედურა, სადაც ჩვენ გვყავს 9 საკრებულოს წევრი, აღნიშნულ საკითხს სჭირდება 12 ხმა. რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე მეორე დღეა ველოდებით „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს, პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თითქოს ჩვენ დავაბრალეთ, რომ მათ უარი განაცხადეს და მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს, მაგრამ საღამოს ეს ადამიანები დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელი დოკუმენტიც რეალურად საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის განსახორციელებლად.

ამიტომ მათ კიდევ აქვთ დრო და თუ ვინმესთან სურთ წარმოჩინდნენ ოპოზიციურ პარტიად დროზე მოახდინონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან დროულად დავიწყოთ პროცედურები“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ – ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად, მაგრამ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი 75 წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით ყოფილი...

დაწვრილებითDetails

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი – შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ “პოსტი” უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე – უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.   კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის "ფეისბუქის" ანგარიშზე...

დაწვრილებითDetails

შსს – გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.   შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის...

დაწვრილებითDetails

დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ. ↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1... აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის...

დაწვრილებითDetails

მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ შვილებისთვის სასკოლო ფორმა – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ბულვარში არასრულწლოვნებმა შუახნის კაცი სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. კადრებს და ინფორმაციას "ინფო იმერეთს" ავრცელებს,  სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ. "ზურგი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალში შევიდა გამოძახება ლოზუნგით - „უგონო პაციენტი“. ერთ-ერთ ობიექტზე მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოძახების ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბრიგადა 0333,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"