სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Unian-ი „ტელეგრამზე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციაში წერია, რომ 92 წლის გორბაჩოვს დიაბეტი და თირკმელების პრობლემები დაუდგინდა და დიალიზის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის.











