ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, 18 წლის გოგოს, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ი გამორიცხულია, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევების შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, გოგონას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ით გამორიცხულია. ოფიციალური მონაცემები ლაბორატორიიდან ჯერ არ მიგვიღია, ტესტებს და ლაბორატორიულ კვლევებს თავისი დრო აქვს. სავარაუდოდ, საბოლოო პასუხი საღამოს გვეცოდინება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ტემპერატურა დაუფიქსირდა, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გადმოიყვანეს.