აშშ-ის ქალაქ დეტროიტში, 14 წლის ამინა ბრედლი ბიძაშვილის გადარჩენას ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია WXYZ იტყობინება.
გოგონას მამამ, გლენ ბრედლიმ, განაცხადა, რომ ისინი ოჯახთან ერთად პარკში, წყალთან ახლოს ისვენებდნენ. ამინა და მისი უმცროსი ბიძაშვილი მდინარისკენ წავიდნენ. როდესაც 9 წლის ბიჭი წყალში ჩავარდა, ამინა მას მაშინვე მიჰყვა. მამის თქმით, გოგონამ ცურვა იცოდა, თუმცა მდინარეში დინება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა.
გლენი შვილის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში, თვითმხილველებმა ბიჭის ნაპირზე გამოყვანა მოახერხეს, ამინა კი წყალქვეშ გაუჩინარდა. „მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მამა, დამეხმარე, მამაკაცი, ჩემი გადარჩენაც კი გახდა საჭირო, რადგან თავადაც ძირს მივდიოდი, ვიხრჩობოდი“ – ჰყვება ბავშვის მამა.










