„როცა ინგლისურის გამოცდის შედეგები დაიდო, მე ტელეფონი მქონდა დასამუხტი და არ მიმიქცევია ყურადღება, თანაც, კაფეში იმ დღეს ბევრი ხალხი იყო. თურმე სახლიდან მირეკავდნენ ტელეფონზე და ვერ დამიკავშირდნენ. მერე მოუფიქრებიათ და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს საგამოცდო ცენტრში. მალევე მიუღიათ პასუხი – 80 ქულა. მაშინვე მამაჩემი სახლიდან გამოიქცა და კაფეში მომაკითხა… თავიდან ყურადღება ვერც კი მივაქციე, ხალხს ვემსახურებოდი, მერე დამიძახა, ნახე, ინგლისურის გამოცდის შედეგიო? არა-მეთქი და გაოცდა. 80 ქულა აგიღია შენო, ძალიან გახარებული იყო… დაბნეული ვიყავი, სამსახურში მომილოცეს მერე ერთხმად, – ამბობს ლიკა რუსია ინტერვიუში
გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....










