“სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მოგვეცა, ჯერ გარკვეული საბუთების მოგვარება მიმდინარეობს და გოგი წულაია საპატიმროს დღეს დატოვებს. რათქმაუნდა ველოდი რომ გოგის გაათავისუფლებდნენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლე იზეიმებდა”- განაცხადა მეგა ტვ-თან საუბრისას ოჯახის ახლობელმა
ცნობისთვის მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას გირაო შეუფარდა.
გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა









