პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრებმა პერფორმანსი გამართეს და “ქართულ ოცნებას” ქუთაისიდან ხელსახოცი და ვაზელინი გაუგზავნეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებას სირცხვილი და შეცდომების მოსაწმენდად ხელსახოცი სჭირდება. “მმართველ გუნდს „სელპაკები“ და ვაზელინი გავუგზავნეთ, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა და სირცხვილი აქვს, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად „სელპაკები“ და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია, რაც ხდება”, -განაცხადა გოგი წულაიამ.
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ – ადვოკატი
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძე ამ წუთებში სამართალდამცავები აკავებენ. შესაბამის ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს.










