გლობალური გამოწვევის პირობებში ოპონენტები ცდილობენ სიცრუის ტირაჟირებას – “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში მარეხი ნიჟარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას, იმის შესახებ რომ მმართველი პარტია 300 ლარიანი დახმარების გაცემას პარტიულ აქტივისტებზე გეგმავს, უარყოფს:
“საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პანდემიის შედეგებთან გამკლავების მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ემსახურება მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერის და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზანს.
საუბარია მატერიალური მხარდაჭერის კონკრეტულ გადაწყვტილებებზე, ამასთან ადგილობრივი თვითმართველობა, ქართული ოცნების სახელისუფლებო გუნდი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და წარმომადგენლობითი ორგანოს თითოეული დეპუტატი, დღიდან СOVID-19 ვირუსუს გავრცელებისა, ჩართულია როგორც დაავადების პრევენციის მიზნით შემუშვებული რეკომენდაციების, ასევე მოსახლეობის მხარდასაჭერად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობისათვის დროული და საჭირო ინფორმაციის მიწოდების აქტივობებში.
სამწუხაროა, რომ გლობალური მასშტაბის გამოწვევის პირობებში, ოპოზიციის დღის წესრიგს ნეგატიური აქცენტების და სიცრუის ტირაჟირება წარმოადგენს. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ სპეკულაციებით და საკითხთა არასწორი ინტერპრეტირებით ჩრდილი მიაყენონ მოქალაქეების მხარდასაჭერად მიმართულ ინიციატივებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა შევახსენო ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპი: ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს იმ რგოლს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, პირველ რიგში იკვლევს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მოქალაქეები დგანან, შესაბამისად ჩვენს ამოცანას ნამდვილად წარმოდგენს შემოსავლის გარეშე დარჩენილი, მაღალ რისკჯგუფებს მიკუთვნებული, თუ სოციალურად მოწყვლადი თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა.” – განაცხადა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოში მარეხი ნიჟარაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ადამიანები 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებთ, თუ მათ სახლში “ქართული ოცნების” კოორდინატორი ნამყოფი არ არის. მან აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყება მოითხოვა.