ამ წუთებში, გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლა და როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ცნობისთვის, გლდანის ციხეში იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები.










