LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეორე დღეა ეძებენ (+ფოტო)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – რას ითხოვენ ადვოკატები

დაპოსტა 2020/07/27-ში
A A
273
ნახვა
გაზიარება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც პროცესის დაწყებმდე დაკავებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. კერძოდ კი, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბა ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან, რასაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. ის დღევანდელ სხდომაზე საბა ჩხარტიშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მას ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში შაქარაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც კობაიძემ აღნიშნა, გაგნიძეს რომ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან შეხება არ ჰქონია, ამას ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება ადასტურებს. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

გაზიარება112

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"