LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საკითხებზე გააკეთა აქცენტები სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას

გიორგი შაქარაშვილის საქმის შესწავლაში ომბუდსმენი ჩაერთვება

დაპოსტა 2020/07/14-ში
A A
105
ნახვა
გაზიარება

13 ივლისს სახალხო დამცველი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას. ამის შესახებ  სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან.

უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

პირის სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება და პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაა.

2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორე მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალში შევიდა გამოძახება ლოზუნგით - „უგონო პაციენტი“. ერთ-ერთ ობიექტზე მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოძახების ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბრიგადა 0333,...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების განმარტებით, დაჭრილი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის...

დაწვრილებითDetails

ყალბი შეტყობინებები ავტომობილების მფლობელებისთის – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
„ახალი შეზღუდვა“ – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, მათი სახელით, სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა. როგორც დეპარტამენტში განამარტავენ, თაღლითური მიზნით, მოქალაქეებმა მიიღეს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტის გამო რამდენიმე მოქალაქის ქონება ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის...

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტელეფონები გასტაცა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე გუშინ ღამით პილიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე  ცეკვის მასწავლებელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო....

დაწვრილებითDetails

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ნუ იჩქარებთ - ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას...

დაწვრილებითDetails

20 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 20 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან...

დაწვრილებითDetails

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"