“ძალიან ბევრი მეკითხება თუ რას შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება, მეხსიერების გაუმჯობესებისათვის, ყველაზე მაგარი და იდეალური გზა არსებობს, ჩვენ ეს გვაქვს და ეს არ არის მედიკამენტი, ეს არის საშუალება, რა თქმაუნდა რამდენიმეა, მაგრამ მე უნდა გითხრათ ყველაზე ეფექტური საშუალება, რაც ზრდის მეხსიერებას და ეს არის წიგნი.
არა რაღაცის ყურება, არამედ კითხვა, კითხვა და კითხვა, ოღონდ არა გაზეთის არამედ წიგნის. წიგნის კითხვა არის ყველაზე ეფექტური გზა, თუ თქვენ გინდათ რომ მეხსიერება გაზარდოთ და შეიმციროთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი, უნდა იკითხოთ რაც შეიძლება ბევრი, საკმარისია თქვენ წაიკითხოთ 6 წუთის განმავლობაში თქვენთვის საინტერესო წიგნი, ეგრევე 68% შემცირდება სტრესის რაოდენობა, ეგრევე გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა,
ასევე დაგილაგდებათ ძილი და გაგეზრდებათ მეხსიერება.