გილოცავთ ნათლისღებას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი!
ქართული ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, თორმეტ გამორჩეულ დღესასწასწაულთა შორის ერთ-ერთს.
ამ დღეს, ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება და წყალი იკურთხება.
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.










