იცით, რომ მკვლელთა ოჯახების ძალისხმევით, რამდენიმე დღით შეზღუდული მქონდა ფეისბუქის გამოყენება.
აი, როგორი ტოქსიკური თავდაცვითი პოზიცია აქვთ მკვლელთა მშობლებს!
თუმცა, რაღა მშობლებს, ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი პოსტით გვეკაჩავა და საქმე ქურდულად გაგვირჩია ,,ბნელ ბრბოს”!
სიმართლესაც ვერ დავუკარგავ, 1 თეთრიც არაა ჩემი ფასიო, თავად გვითხრა!..
ორი სიტყვით, მიმდინარე მოვლენებზეც მოგახსენებთ.
მეც მიკვირს პროკურატურის და მკვლელების მშობლების უცნაურად მიყუჩება. თუმცაღა, მოლოდინი დიდი მაქვს….
საქმეში სხვა დამნაშავეებიც იკვეთება და ვიმედოვნებ პასუხისგებაში მისცემენ კიდევ რამდენიმეს! ნუ, ნია იმნაძეს თავისთავად!!!
გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯერ, ცოტა ხნით, ისევ შევიკავებ თავს დეტალებზე; თუმცა, რამაც უკვე გაიჟღერა კომენტარებში, დავადასტურებ.
დიახ, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი, ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილიც!!!
ამ პირსისხლიანმა ლაწირაკებმა, მხეცური ჟინი დაიკმაყოფილეს და მომიკლეს ჩემი ინტელიგენტი შვილიკო.
ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე არც დედების ჩხავილი თუ თითის ქნევა და არც მამების ცრემლი ან კნავილი, ან თუნდაც ხულიგანი ძმაკაცები შემაჩერებს!
თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, დავაყენებ ჩემსას!!!
ახლა კი, მინდა ჩემი გაოცება და მადლიერება გამოვხატო. მე არ მახსოვს, ერთი ოჯახის ტრაგედია ასე გაეთავისებინოს სრულიად საქართველოს და ასე ვაჟკაცურად, სამართლიანად ებრძოლოს სამართლისთვის. მე მომწყვიტეს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებას არ შეუწყვიტავს ბრძოლა ჩემთვის!…
მადლობა თითოეულ თქვენგანს!
იცით რა?! გული მისკდება და სულ მეფიქრება, რატომ შექმნა ღმერთმა გიგა ავალიანი, ნამდვილი გენია, მართლაც სრულყოფილება, თუ ასე, ერთ წამში უნდა გაექრო?!
გიგა მართალია არ იყო ორ მეტრიანი, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აზროვნებდა სხარტად, ჰქონდა მოსწრებული სიტყვა და ვერ გამოიყენა ვერაფერი; ისე ჩუმად მიეპარნენ, წამის მეასედიც არ მისცეს გააზრებისთვის…
…ნუთუ…
ნუთუ, გიგა ავალიანი იყო საჭირო, რომ ჩვენი ერთიანობის ძალა დაგვენახა და შეგვეფასებინა?!?!?!
ღმერთმა სიკეთეში დაგაჭირვოთ ერთმანეთის თანადგომა და იცოდეთ, ერთობას იმაზე დიდი ძალა ქონია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!!
მე თქვენ მაძლიერებთ!” | წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე
მიდიან, რომ პატრონების კალთას შეეფარონ - სად არის დღეს “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე? - უცხოეთში! სად არის დღეს გახარია? - უცხოეთში! სად არის ვაშაძე? - უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?...
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის...
საუბარი მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე და მკაფიოდ ავუხსენი ჩვენი პოზიცია- მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას ვერ იხილავენ საპარლამენტო ასამბლეაზე,...
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ...
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები სურსათის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ. ინსპექტირების ჯგუფების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილი კრიტიკული...
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა რამდენიმე მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა. ისინი გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. მათ შორის არიან კახა კვაჭანტირაძე, გიორგი ტალახაძე და სხვები. წყარო:...
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს...
საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით,...