LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული

დაპოსტა 2024/09/25-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ ესინჯება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სწორედ მის დასახმარებლად გადადგა.

გარდა ამისა, მან ელჩის შესაძლო გამოწვევაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ელჩის გამოწვევა და ასეთი დაპირისპირება არ არის დღის წესრიგში“.

„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"