“ჩამოდით ნიკიას ქუჩაზე ერთი დღე და იქნებ ნახოთ რა დღეში ვართ ხალხი როცა სუნი მოდის
ამწამს ისე ყარს მთელი ქუჩა და მთელი კორპუსი ვერ ვიძინებთ ხალხი, ბავშვებს ეძინებათ და გული მერევა რა სუნია დედა ასე გაიძახიან
ჯოჯოხეთად გვაქვს უკვე ზაფხულის პირველი დღეები ქცეული, ყოველ დღე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოვიდეს აუტანელი მყრალი მომწამვლელი სუნი, რასაც უბრალოდ ვერ გაექცევი, მოგვხედეთ დროულაად !!!!” – მიმართავს მოქალაქე სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიას.
პოსტის კომენტარებში მოქალაქეები ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ და თავიდან გამოცდილებას ყვებიან:
“სანაგაოს უკიდებენ ცეცხლს და გვწამლავენ ცოცხლად”
ნისლივით დგას ორთქლი ისეთი ამბავია ხოლმე ყოველდღიურად, უმეტესად ღამის საათებში
“აქაოდა ფოთლების დაწვა, მანქანის გამონაბოლქვი მავნეაო და იგონებენ ათას სასჯელს და შეზღუდვებს “ჩვენდა სასიკეთოდ” … ამასობაში ამოდენა პრობლემა აქვს ნახევარ ქალაქს და არა მარტო და სრული იგნორირება ხდება. ან პირიქით სასარგებლოა ეგ “არომატები ” და ვერ ვხვდებით ხალხი ?!”
“ბავშვებს დაღუპავთ ხალხო ყველა ადექით და გამოდით,გუშინ წინ გავიარე გვიან ღამით პასილოკჯ ნიკეა ყარდაა რასაც ქვიოდააა გადავირიეეე
მოიწამლებით”
“არც ბაკის უბანში ვცხოვრობ და არც ნიკიაზე .ბალახვანი უარესია,ღამით გარეთ ისეთი კანალიზაციის სუნი დგას .”
“არამარტო ნიკეაზე, საღორიაზეც იგრძნობა ეგ სუნი და წარმომიდგენია ნიკეაზე მცხოვრები ხალხი რა დღეში იქნებით
რაღაც ზომებს ხო უნდა მიმართონ დავიწამლეთ ხალხი”
“თაბუკაშვილზეც მოდის ის სუნი საშინელებაა.რატო წამლავენ ხალხს რა უბედურეებაა ასეთი განუკითხაობა როგორ შეიძლება”
“ამ საღამოს ეზოში ვიყავით ყველა პასილოკის ბოლოში. გარეთ გაჩერება შეუძლებელი გახდა ისეთი აყრილებული სუნი დატრიალდა. უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. 5 ღამეა ფანჯრებს ვერ ვაღებთ ისეთი მძაფრი საშინელი სუნი შემოდის სახლში.”
“ზოგადად ნაგავი ქალაქიდან მოცილებით უნდა დსიყაროს დაუსახლებელ ტერიტორიაზე მინიმუმ 15კილომეტრში რომ არავინ ცხოვრობდეს მანდ კი ქალაქის შუა გულშია ნაგავი განთავსებული მოწამლავს ქალაქს აბა რას იზამს დასახლებულ ტერიტორიაზე თუ იყრება მსგავსი ნარჩენები უნდა დაეყაროს მიწის მასა მანდ კი მიწის დაყრის გარეშე იყრება ყოველდღირად სხვადასხვა. უბნიდან მოტანილი ამდენი ნარჩენიიი ეს არის საშინელებაა ნაგვის გადამამუშავებაზე საუბარი ზედმეტია მიწით მაინც დამალეთ ეგ მასა ნუ წამლავთ ბავშვებს მანქანის მინას ვერ ვწევთ როცა გვიწევს მაგ გზის გავლა და ყოველდღე რას უძლებს ხალხი “
“მე ნიკიას ბოლოში ვცხოვრობ და აუტანელია რასაც ქვია, სერიოზულად მეშინია უკვე რამე დაავადება არ დაგვართოს ამხელა საწამლავის სუნთქვით ყოველდღეასევე როგორც სხვა პოსტებიდან ვიცი პასილოკი, ავანგარდი და საღორიაზეც აღწევს სუნი.უმეტესად ძილის წინ ან შუაღამეს წვავენ და მოდის აუტანელი სუნი რომლის დროსაც შეუძლებელია ძილი“
“აუტანელი სუნი იგრძნობა ავანგარდში, არადა ფანჯარას ვაღებთ სუფთა ჰაერი გვინდა შემოვიდეს.”“პასოლკშიც ჩვეულებრივად გადმოდის ეს მომწამლავი სუნი. პასილოკის ბოლოში ეკლესიის ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნია. იქნებ დაგვეხმაროთ.”“სტეკლოტარამდე ჩამოდის სუნი გეფიცებითფანჯრებს ვერ ვაღებთ საღამოს. “
“თაბუკაშვილზე მოდის საშინელი სუნი ფანჯრებს ვერ ვაღებთ იქნებ გზა გადავკეთოთ რომ გაიღვიძოს ქალაქის მერიამ”“რთად მოვითხოვოთ ყველამ რომ მოგვხედონ. ბავშვები არიან ცოდო დიდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ… დაავადმყოფებულები ვართ ისედაც ამ ჰაერის დაბინძურების გამო და კიდევ ეს დამატებული უკვე ყოფა გაუსაძლისი გახდა…. ასეთი მართლა არცერთ წელს არ მახსოვს… გამოვიდეთ გარეთ ყველა და ერთად დავდგეთ .”“მერიის წინ უნდა დაყაროთ ის ნაგავი და ეგებ სუნმა შეაწუხოთ და გამოიღვიძონ. კეთილი ინებონ და მიხედონ ქალაქს და ხალხს, მარტო არჩევნების წინ რომ ახსენდებათ.”“ნამდვილად….ვიდრე მთელი დასახლება არ გადაკეტავს გზას და არ ატეხს აჟიოტაჟს ამაზე რეგირება არ იქნება……გაუსაძრისია უკვე ასე ცხოვრება…”“და ეს წლებია გრძელდებდა და კაის არაფერს მოგვიტანს ჩვენ ბავშვები გვყავს და ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია წლებია ამ.პრობლემას ვებძვით ყველანაირად არის მოწესრიგებული ნიკია და ამით ვერ წავედით წინ” – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.










