კომპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო დახურა, ონლაინ კაზინოების პროვაიდერი „ევოლუშენ გეიმინგია“.
როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, მათი თანამშრომლები, რომლებსაც დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, მარნეულის მცხოვრებლები არიან და სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები, სავარაუდდოდ, საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
„ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რატომ დაგვკეტეს და რა მოხდა, ვიცი, რომ გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ და უახლესი მოვლენების გათვალისწინებით საფრთხეს შეიცავდა მუშაობა, მე ვისაც ვესაუბრე შენობაში, მითხრეს, სამთავრობო სამსახურებმა, ანუ ,სავარაუდოდ,საგამოძიებოს გულისხმობდნენ, დაგვხურეს, არაა უსაფრთხო გარემოო. გიდასტურებთ, რომ სიცხიანი თანამშრომელი აღმოაჩინეს, მაგრამ აქვს თუ არა „კორონავირუსი“ არ დადასტურებულა.