“ალბათ გამორჩეული არის დღევანდელი მდგომარეობა და გამორჩეული დამოკიდებულება გვაქვს ბიჭებს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, სანიოლის წვლილი ძალიან დიდი არის ამ ყველაფერში. გვიხარია ერთმანეთი და გვიყვარს ერთად ყოფნა, ეს იმდენად დიდია, რომ თქვენც გრძნობთ ამ ყველაფერს და ზუსტად ისეა, როგორც აღიქვამთ. ამის გამოხატვა მარტივი არ არის, რომ გარეთ გამოიტანო და გულშემატკივარმა ეს ყველაფერი იგრძნოს. ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთთან დამოკიდებულება რომ გვაქვს ასეთ მაღალ დონეზე, ეს არის ძალიან საამაყო და გულშემატკივართან რომ ესე მიგვაქვს ეს ყველაფერი, ესეც ძალიან საამაყოა” – თქვა ოთარ კიტეიშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ურთიერთობაზე საუბრისას
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...










