LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გვეღუპება ხალხი, ნერგეეთში ხალხს რომ სცოდნოდა, ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არ დარჩებოდა ასეთ საშიშ ადგილას – რას ამბობენ სპეციალისტები

გვეღუპება ხალხი, ნერგეეთში ხალხს რომ სცოდნოდა, ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არ დარჩებოდა ასეთ საშიშ ადგილას – რას ამბობენ სპეციალისტები

დაპოსტა 2024/02/14-ში
A A
97
ნახვა
გაზიარება

დრო აღარ ითმენს, გვეღუპება ხალხი. ნერგეეთში ხალხს რომ სცოდნოდა, ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არ დარჩებოდა ასეთ საშიშ ადგილას. – აცხადებენ სპეციალისტები “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში

„ამას სიგნალის სისტემაც ვერ შველის, ყველაზე კარგი გამოსავალია მუდმივი მონიტორინგი ადგილზე“

განაცხადა ნინო ჩხობაძემ “აღმოსავლეთპარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ  “კვირის პალირასთან”

– ქართველები ძალიან ნელა ვმოქმედ­ებთ, როცა რაღაცას გვიწერენ, არ ვკითხულ­ობთ, რა როგორ წერია. თუ Uგაამახვილ­ებდნენ ყურადღებას, თვითონ მოსახლეობა დასვამდა კითხვას და ატყდებოდა განგაში. ის ტერიტორია დიდი ხანია საშიშ ზონაშია. პირდაპირ რომ მისულიყვნენ მოსახლეობასთან და ეთქვათ, უნდა გაგასახლოთო, შეიძლება არ დათანხმებულიყვნენ. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლითაც ხალხს ავუხსნით რისკებს. იქაურ ხალხს რომ ჰკითხო, გეტყვიან, როგორ შეიძლებოდა აქ მეწყრული ზონა ყოფილიყოო. აბა, ტყუილად ხომ არ გააკეთეს ეს შეფასება გეოლოგებმა?! იქაურობას 0,7, 0,9 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, როცა ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ერთია. გამოდის, ყველაზე საშიში ზონა ყოფილა. როცა ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, უხვი ნალექი მოდის, აუცილებელია ხალხი გაიყვანო. სამუშაოა როგორც მოსახლეობასთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. სამინისტრომ კონკრეტულ ადგილებზე რისკების შეფასება დაიწყო, მზადდება­ დამატებითი რუკები, მაგრამ დრო აღარ ითმენს. ხომ ხვდებით, რამდენად ექსტრემალური მდგომარეობაა? კლიმატის ცვლილების გამო ზუსტ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ამ სიტუაციაში მკაფიო ინსტრუქციები უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს­. ადგილზე უნდა იყვნენ სპეციალისტები. საინფორმაციო­ ბიულეტენები ყოველ წელს გამოდის და ეგზავნება თითოეულ მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, 2006 წლიდან აღარ არსებობს გეოლოგიის სამსახური, რომელიც მონიტორინგს უზრუნველყოფდა. ადრე მივლინებული იყვნენ თბილისიდანაც და მუშაობდნენ ადგილობრივებიც, აკვირდებოდნენ, რა მოხდებოდა, ახლა არაფერი ხდება. მოვიდა დიდი რაოდენობით ნალექი, რომელსაც დაერთო ქარიშხალიც. ამას სიგნალის სისტემაც ვერ შველის. ყველაზე კარგი გამოსავალია მუდმივი მონიტორინგი­ ადგილზე, ამისთვის კი სპეციალისტია საჭირო. დღეს გეოლოგების ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტროშია, ნაწილი – ეკონომიკის სამინისტროში, სულ 20 კაცამდეა. წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრუქტურა იყო და რა დონეზე ვართ დასული? უნდა იყოს ერთი სამსახური, ერთად უნდა მოქმედებდნენ. ჩვენ მთიანი ქვეყანა ვართ და ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებით ყოველთვის. შოვის ტრაგედიის დროსაც იგივე ვთქვი – ამ ბიულეტენების წამკითხველი ადგილზე მაჩვენეთ, რომელიც კითხვას დასვამს, რა უნდა გავაკეთოთო. ამის პოტენციალი მუნიციპალიტეტებში არ არის. სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. ასეთი პროცესები უფრო აჩქარდება. ამიტომაც არა გვაქვს ლოდინის დრო, არ მოგვცემს ბუნება ამოსუნთქვის საშუალებას. საფრთხე კიდევ არის მოსალოდნელი. თოვლმა დნობა დაიწყო და სიფრთხილე გვმართებს, უნდა ვიმოქმედოთ ერთდროულად, ყველა მიმართულებით, მკაფიო უნდა იყოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია, გარდა იმისა,­ რომ ინფორმაციას გზავნიან მუნიციპალიტეტებში­. არადა, მუდმივ კოორდინაციაში უნდა იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან. პრევენციული ღონისძიების გატარება მარტო აპარატურა არ არის, ადგილებზე სპეციალისტების ყოფნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩემს დროს უმაღლეს სასწავლებლებს­ ვედავებოდით, რომ საგნო­ბრივად არ იყო ეფექტური ის, რასაც­ გვასწავლიდნენ. თვეობით გავდიოდით პრაქტიკას, მაგრამ ამითაც უკმაყოფილო ვიყავით, ახლა შეიძლება სტუდენტს ერთკვირიანი პრაქტიკა გაატარონ და მორჩა. ვინმეს რომ წაეკითხა 2023 წლის ბიულეტენი, ის ხალხი იქიდან გაყვანილი იქნებოდა. მუდმივად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა, თვითონ უნდა აკვირდებოდეს, რა ხდება მთის ფერდებზე. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. 7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ვინმე დაინტერესდა, თუნდაც მედია, რამე თუ გაკეთდა? ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, გამოვყოთ ზონები, სადაც რისკები ყველაზე მაღალიაო. სპეციალისტები საუბრობენ, მაგრამ როდემდე ვისაუბრებთ? დატრიალდება ტრაგედია და მერე ატყდება ვაი-ვიში.

 

„ადგილზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ვინმე, ვინც რუკას დახედავს და მიხვდება რა პრობლემაა“ შეიძლებოდა თუ არა ნერგეეთის ტრაგედიის აცილება, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს “კვირის პალირამ”  ჰკითხა.

– ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ქვეყანაში უფრო გამართული რომ გვქონდეს პრევენციის სისტემა, ტრაგედიის შემცირება მაინც შეიძლებოდა. ეს ადგილები რუკებზე მონიშნულია როგორც საშიში­ ადგილები და იქ დამატებითი კვლევები უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად როდის ჩამოწვება მეწყერი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ როცა ვიცით მეწყერსაშიში ადგილია, უნდა დაიწყოს მუშაობა. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამოცდილი გეოლოგები მუშაობენ, მათ 2016 წელსაც მონიშნული ჰქონდათ­ ეს ადგილი. მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათასი ადგილია მონიშნული სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტებში მიდის ინფორმაცია, მაგრამ რუკა რომ მივა, იქ სპეციალისტი უნდა დახვდეს, ან ინსტრუქცია მაინც უნდა მიჰყვებოდეს, როგორ უნდა იმოქმედოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ამიტომ გაცილებით დეტალური რუკებია საჭირო. მეწყერსაშიში ზონების­ გამოვლენა, ინტენსივობა და სიხშირე საფრთხის რუკებში ჩანს. მათზე დატანილია შენობებიც. ასეთ საფრთხეებს ვერ ავიცილებთ, თუ მოსახლეობა, ადგილობრივი მმართველობა და ბიზნესმენები საქმეში არ ჩაერთვებიან. რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს გეოლოგიური სამსახური, საქართველოს მასშტაბით ბევრს ვერაფერს გააკეთებს. დიახ, ბიულეტენებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ადგენს, მაგრამ ადგილზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ვინმე, ვინც რუკას რომ დახედავს, მიხვდება რა პრობლემაა. გამგებელი როგორ წაიკითხავს მას? აუცილებელია ასეთ ადგილებში გეოლოგი ან ისეთი პირი იყოს, ვისაც გარემოს ანალიზი, საფრთხეების შეფასება შეუძლია. მოსახლეობამაც აუცილებლად უნდა მოითხოვოს დეტალური მოქმედების გეგმა.

 

განაგრძეთ კითხვა

 

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს. გემი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი. პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს0ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში,  პანტიანის ტბის...

დაწვრილებითDetails

თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემების გამოყენებით, სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა  იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე მოძრაობა იზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება....

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე 1 500 ლარით, ანა ბდეიანი კი 4 ათასი ლარით

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე 1 500 ლარით, ანა ბდეიანი კი 4 ათასი ლარით
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების, გაგა გოქსაძისა და ანა ბდეიანის სასამართლო პროცესები გაიმართა.  აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმეს,  ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე კი1 500 ლარით დააჯარიმეს....

დაწვრილებითDetails

შიო მესამე – ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი – ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ჩვენც ვაფინანსებთ, საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, არმაზ ახვლედიანთან მობრუნდა -სკანდალი იქნება თუ ევროსაბჭო კანონდარღვევაში აღმოჩნდება გახვეული

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ - საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, “ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა - ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული “ნაცების“ რადიკალურ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"