ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. კლინიკა მედცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს დამოუკიდებლად და კონტაქტურია, თუმცა დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება:
“პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში” – ამბობს ექიმი.
ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას გადაურჩა. ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 8 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ერთი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის, 3 ბავშვია.









