“გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია “დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება: მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...










