? გერმანიამ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეტყვის, ზომები გაამკაცრა |შესაბამისი კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მიიღო
? ახალი კანონის თანახმად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10-დან 28 დღემდე გაიზარდა. ასევე, ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად, პოლიციას მიეცა უფლება, ჩხრეკა არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც ჩაატარონ, მათ შორის ღამით. ასევე, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ.










