გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანელები უნდა გაერთიანდნენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული ხარჯების მკვეთრი ზრდის ისტორიულ გამოწვევას გაუმკლავდნენ.
„არსებული კრიზისი რამდენიმე თვეში არ ჩაივლის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება უახლოეს მომავალში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, რადგან პანდემია და ზოგადი გაურკვევლობა იზრდება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ ერთობლივად შევთანხმდებით გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.










