გელათში ნაპოვნ უნიკალურ არტეფაქტებს გადააფარეს ტებტი და დააყარე მიწა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანია აცხადებს და გელათში აღმოჩენილი არტეფაქტების განადგურების საფრთხეზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, აღმოჩენილი მასალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვლავ მიწით დაიფარა.
მისი თქმით, ხელისუფლება სათანადოდ არ უფრთხილდება უნიკალურ ძეგლებს და მიზეზად თანხის არარსებობას ასახელებს.
შუშანიას თქმით, აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში უნდა შეენახათ.
გიგა შუშანია ასევე გამოეხმაურა კულტურის მინისტრის ქუთაისში ყოფნას და განაცხადა, რომ თეა წულუკიანი გელათში არ მივიდა და ძეგლის მდგომარეობას ადგილზე არ გაეცნო.