გახარია ხმებს ართმევს ოპოზიციას. მისი მთავარი “გამპიარებლები” სწორედ მათი პარტიული ტელევიზიებია“, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძეს დედაქალაქში 60%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო გახარიას მისთვის 10%-ის წართმევა არ შეუძლია.
„იხილეთ „ტვ პირველზე“ მათი სტუდიის ფერები და ლოგოებიც კი გახარიაზე მორგებული იყო. გახარიას მთავარი „გამპიარებელი“ არის „ტვ პირველი“, თუმცა სხვა ტელევიზიებიც არ აკლებენ ამ კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
მან ისიც თქვა, რომ გახარიას ამოცანა რეიტინგის აწევა და ნიკა მელიას მეორე ტურში გაყვანაა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პიარ კავშირის გარდა, შესაძლოა არსებობდეს დაფინანსებებს შორის კავშირიც, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტიკას მოერიდა.










