ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2021-თვის იდეების მიღება ხვალ სრულდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და თქვენი იდეების დარეგისტრირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვებ-პლატფორმის საშუალებით , ideakutaisi.ge
“პროექტის მიზანია, მოქალაქეებისგან მივიღოთ გარკვეული იდეები, რომლებიც ორიენტირებულია ქალაქის განვითარებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. ეს პროექტი ახლა თავის პირველ ფაზას გადის, რომელიც ხვალ ღამის 12 საათზე სრულდება. ეს კონკურსი კარგია, რადგან იწვევს პერსონალურ ცნობადობას, ასევე სხვებისთვისაც არის ერთგვარი ინსპირაცია, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქალაქის განვითარებისათვის. ამ პროექტისათვის გამოყოფილია ჯამურად 100000 ლარი, ინდივიდუალურად კი, 25 000 ლარი “ – განაცხადა გადაცემა “შუადღე ქუთაისში” მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო კამპანიის გუნდი წარმოადგენელმა, გიგა ხარებავამ