„დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.










