საქართველოში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას დედა თბილისში ჩამოფრინდა .
ოჯახი ამტკიცებს , რომ მათი შვილი ფანჯრიდან გადააგდეს, ასევე ეჭვი ტრეფიკინგზეც აქვთ.
“ჩამოვფრინდი იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხედარი სამშობლოში გადავასვენო. ვფიქრობ, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოაგდეს, ის ამას თავისით არ გააკეთებდა. ბოლო პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. საქართველოში 5 დღე იმყოფებოდა, 27 აპრილს ჩამოფრინდა, სამუშაოდ ჩამოვიდა ჩვენივე ნათესავის მოწვევით, ბესო ვინაა არ ვიცი, ბესომ ჩემი შვილი საქართველოში გაიცნო, ერთად მუშაობდნენ.
რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიყიდა, მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა, აისულუ აიტპაევა.
ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა.
ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.