კანადაში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცი მამუკა ჯანყარაშვილის საქართველოში რეპატრიაციის თანხა დაიფარა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია წერს.
“მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კანადაში გარდაცვლილი მამუკა ჯანყარაშვილის საქართველოში რეპატრიაციის თანხა დაიფარა.
ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ღმერთმა დაგლოცოთ.
ღმერთმა გაანათლოს მამუკას სული.” – წერს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.
მანამდე გვერდი გვერდი განცხადებას ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის საქართველოში გადმოსასვენებლად, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.
„მეგობრებო, მამუკა ჯანყარაშვილს, ბელგიასა და საფრანგეთში ბევრი იცნობდა. სამწუხაროდ კანადაში გარდაიცვალა. საფრანგეთის მოქალაქის საქართველოში რეპატრიაციას ჩვენი ქვეყანა ვერ დააფინანსებს. არც საფრანგეთი, როგორც გაირკვა. დედა, და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, 13 ათასი დოლარია შესაგროვებელი. ასეთი რთული ვითარებიდან ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ გამოვალთ.” – ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.