LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გარდაიცვალა ღირსეული ადამიანი, კუკური ჩოგოვაძე

დაპოსტა 2025/02/02-ში
A A
513
ნახვა
გაზიარება

კუკური გიორგის ძე ჩოგოვაძე 1932 წლის 18 ივლისს დაიბადა, მისი ცხოვრება მრავალფეროვანი პროფესიით გამოირჩეოდა, ახალგაზრდობაში ცნობილი ალპინისტი იყო.

მთამსვლელობით მაშინ დაინტერესდა , როდესაც ლევან ახვლედიანი გაიცნო . ლევანი მთიდან ახალი დაბრუნებული იყო და ყველანი ულოცავდნენ შინ მშვიდობით დაბრუნებას. კუკური ამის შესახებ ლევან ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ წიგნში ” დაუმთავრებელი მემუარები” მოგონების სათაური “საიმედო ლიდერი” წერდა : ” მე მაშინ მთამსვლელობის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მაინც საინტერესო საქმედ მომეჩვენა . საოცრად მომინდა დამეძლია ბევრი დაბრკოლება , დამელაშქრა მაღალი მწვერვალები…”

 

     ეს სურვილი კი რეალობად აქცია და ლევან ახვლედიანთან ერთად დალაშქრა პამირისა და ტიანშანის მაღალი მწვერვალები. ამის გარდა ხერგიანებთან ერთად არაერთხელ დაულაშქრავს , როგორც საქართველოს მთები ასევე მის ფარგლებ გარეთ მწვერვალები.

1956 წელს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გეზი მწვერვალ დოლამისისკენ აიღო და წინ მიუძღოდა ახალგაზრდა ალპინისტთა ერთ-ერთ ოცრულს.

საკვირველი ის არის , რომ ერთ-ერთი ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ჩამოტანილი “ედელვაისების კონა” აჩუქა “ჭადრაკის დედოფალს” ნონა გაფრინდაშვილს , რომელიც იმ წელს პირველად გახდა მსოფილიოს ჩემპიონი, რითაც მეტისმეტად გააოცა ის. ნონას აღტაცებით უთქვამს” ეს არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი”ო .

იყო არაჩვეულებრივი პიროვნება , შეუდარებელი თამადა, სუფრას სულ ლექსებით უძღვებოდა , მიუხედავად უამრავი ფათერაკისა და ავადმყოფობისა მაინც მხნედ იყო. მუდამ ხალისიანი და კარგი მოსაუბრე, უზადოდ პოზიტიური პიროვნება.

ჩოგოვაძეების გვარის შეუდარებელი წარმომადგენელი, დაჯილდოვებულია სიგელებითა და მედლებით. ერთ-ერთი სიგელი “საგვარეულოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის” გადაეცა მას, შეყვანილია საგვარეულოს მატიანეში.

 

    ამასთან ერთად დაჯილდოვებულია ქუთაისის სამკერვალო კომპანია “იმერის” “საპატიო სიგელით” კომპანიაში გაწეული ხანგრძლივი, ნაყოფიერი და უანგარო შრომისათვის , სადაც 1953 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა.

 

ასევე იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.

მიუხედავად მისი ასაკისა( თითქმის საუკუნის პიროვნება) სიცოცხლის ბოლომდე ფუსფუსებდა მის ეზო-გარემოში.

2025 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში . დაკრძალვა 4 თებერვალს , მშობლიურ სოფელში , ბანოჯაში .

 

ძმები, კუკური და გურამი ჩოგოვაძეები

გაზიარება205

დაკავშირებული -პოსტები

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით,...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
“დატბორვა და გზებზე გადაადგილების პრობლება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"