გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს. ალაზირ ირზაევის მანქანას ბენზინი გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაასხეს. არსებობს შესაბამისი ვიდეოკადრებიც – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ბიზნესმენი ანგარიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, თავდასხმის ორგანიზატორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების დროს “ოცნებას” ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამედოვი მათგან მუდმივად ითხოვს ფულს, აშინებს და ემუქრება. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ყველაფერი იცის, თუმცა არ რეაგირებს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყარო: პირველი არხი