???? განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის 30 წელი ????
განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე იყო გერმანულ-ქართული ურთიერთობების ძირითადი ასპექტი.
1990 წლებიდან საქართველო განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით გერმანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა გახდა.
გერმანია საქართველოს მხარში უდგას პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესებში და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ამ სფეროში ყველაზე მთავარ გერმანულ ორგანიზაციებს წარმოადგენს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), რომლებსაც 2006 წლიდან საკუთარი ოფისები აქვთ გახსნილი თბილისში.
2016 წლიდან GIZ-ი ხელს უწყობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას ღვინის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნიკის სექტორებში.
მრავალი სხვადასხვა პროექტით KfW ახორციელებს ურბანული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მაგალითად ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სრული განახლება და გაფართოება, რომლითაც დაახლოებით 200 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
– ამონარიდი გერმანიის საელჩოს ოფიციალური გვერდიდან.










